1 6 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხმაურით შეწუხებული „პეროვის“ და ტაბიძის ქუჩის მოსახლეობა

ჩამოტვირთვა

ქალბატონი ლამარა გამსახურდია ახვლედიანის ყოფილ პეროვსკაიას ქუჩაზე წლებია ინვალიდ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. როგორც ქალბატონი ამბობს, ბოლო პერიოდში მისთვის და მისი მეზობლებისთვის აქ ცხოვრება გაუსაძლისი გახდა..პრობლემა კი ხმამაღალი მუსიკაა, რომელიც აქ მდებარე ბარებიდან ყოველდღიურად განსაკუთრებით ღამის საათებში გამოდის. როგორც ქალბატონი ლამარა ამბობს, ახვლედიანის ქუჩაზე განლაგებული ბარები, რომელთა რაოდენობა 30-ს აჭარბებს, კანონს ხშირად არღვევენ და ღამის 12 საათის ნაცვლად ხმამაღალი მუსიკა ხშირად შუაღამემდეც გრძელდება. აქ მცხოვრებთა მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმდება მაშინ, როდესაც დედაქალაქში ტემპერატურის მატებასთან ერთად, ფანჯრის გაღების აუცილებლობა დგება. ქალბატონმა ლამარამ მის მეზობლებთან ერთად მერიის ზედამხედვეოლობის სამსახურს ხმაურის დონის გაზომვის მიზნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა მუსიკა არცერთ შემთხვევაში დასაშვებზე მაღალი არ აღმოჩნდა. ჩვენს ობიექტივში ეგრედ წოდებულ პეროვზე მდებარე ბარის რამოდენიმე მენეჯერი მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საუბარში ყველა მათგანი ირწმუნებოდა, რომ მუსიკა მხოლოდ 12საათამდე გრძელდება, ჩვენ ისიც გავარკვით, რომ თურმე ქართული სტუმარ-მასპინძლობა და პატივისცემა ხშირად კანონის დარღვევის მიზეზი ხდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახვლედიანის ქუჩაზე გვიან ღამემდე დარჩა, 12 საათის შემდეგ აქ მუსიკა მართლაც შეწყდა, როგორც სჩანს დღეს ბარები საპატიო სტუმრების ნაკლებობას უჩიოდნენ. ბოლო პერიოდია იგივე პრობლემის წინაშე ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლებიც აღმოჩნდნენ. კაფე-ბარების რაოდენობასთან ერთად ტაბიძეზე მოსახლეობის პრობლემებმაც იმატა. ბატონმა ლევანმა მეზობლებთან ერთად, ზედამხედველობის სამსახურს განცხადებით რამდენჯერმე მიმართა. როგორც მერიის პასუხშია ნათქვამი, აღნიშნულ ბარებში მუსიკალური აპარატურით გამოწვეული ხმაურის დონე მართლაც მაღალი იყო. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი აღნიშნული საკითხი. ლაბორატორიულ–ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით მოქალაქე ლევან მიროტაძის საცხოვრებელ ბინებში შემოწმდა ხმაურის დონე. ღამის კლუბ ,bed launge’’-ის კუთვნილი მუსიკალური აპარატურით გამოწვეული ხმაურის დონე შეადგენს 44 დეცებელს, ,,lanna’’ –s გამოწვეული ხმაურის დონე შეადგენს 40 დეცებელს, კლუბ ,,ruls”’-ს მუსიკალური აპარატურით გამოწვეული ხმაურის დონე შეადგენს 50 დეცებელს. წესების მიხედვით, დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე ნორმირებული ხმაურის დონე 40 დეცებელს შეადგენს, ხოლო ღამის 11 საათიდან 7 საათამდე მაჩვენებლი კლებულობს და 30 დეცებელის ნიშნულზე რჩება, ამიტომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა აღნიშნული კლუბების ადმინისტრაციას ხმაურსაწინააღმდეგო ღონისძიების გატარების მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ,,ruls’’-ის და ,,bed launge’’-s მენეჯერებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, ახვლედიანის და ტაბიძის ქუჩის მოსახლეობა, ამ პრობლემით მათ ხშირად მიმართავს. როგორც აქ განგვიმარტეს მოსახლეობის გახშირებული მომართვიანობის მიუხედავად, ყოველი განცხადების შემდეგ ახვლედიანის და ტაბიძის ქუჩაზე ხმაურის დონის მაჩვენებელი მუდმივად მოწმდება. იმის გამო, რომ 2007 წლის პირველ ოქტომბერს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მსგავსი ობიექტების ექსპლუიატაციის შეჩერების შესაძლებლობა ძალადაკარგულად გამოცხადდა, ახვლედიანის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას პრობლემის მოგვარება სასამართლოს გზით მოუწევთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები