1 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მანდატების განაწილების წესის გამო პრეზიდენტი მმართველ გუნდს აკრიტიკებს

ჩამოტვირთვა

ამას ჰქვია სხვისი ხმების მითვისება-ამ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომელიც საარჩევნო სისტემას, კერძოდ კი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების ახალ წესს ეხება.

საუბარია ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც გაუნაწილებელი მანდატები მმართველ გუნდს მიაქვს. გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის კოსნტიუტუცია ყველასია ფარგლებში სტუდენტებთან გამართული შეხვედრაზე,  საპარლამენტო უმრავლესობა მწვავედ გააკრიტიკა.

„სახელმწიფოს წარმოქმნის პროცესში უზენაესი არის ის, რას შემოვხაზავ მე ბიულეტენში და ამ  პროცესში ეს ხმა, რომელიც მივეცი, რომელიღაცა პოლიტიკურ ჯგუფს, უცებ გადავიდეს და სხვა კალათაში იქნას ჩაყრილი მეტიც, სრულიად ერთ კალათაში იქნას ეს ხმები მობილიზებული, ამას ჰქვია სხვისი ხმების მითვისება. მეტიც, თუ ჩვენ წლების განმავლობაში ვუპირისპირდებოდით სხვისი ხმების მითვისებას და არაერთი კამპანია წამოგვიწყია იმის თაობაზე, რომ დაიცავი შენი ხმა და ასე შემდეგ, დღეს, ხვალ და ზეგ, ეს ყველაფერი უნდა გაფორმდეს როგორც სრულიად კანონიერი პროცესი,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ არასწორია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, რადგან მისი განცხადებით, მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით უნდა აირჩიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები