0 5 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ლიდერებმა თეთრ სახლში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. საუბარი პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები