1 8 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ისევე როგორც კონსტიტუცია არ არის მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“

ჩამოტვირთვა

ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობის კითხვებს უპასუხა. მოქალაქეებს ნაწილი პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას აპროტესტებს.

ერთერთმა მოქალაქემ, პარლამენტის თავმჯდომარის, პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ნოდარ დუმბაძის მოთხრობას "მე, ბებია, ილიკო და ილარიონს" შეადარა.

„მე შემექმნა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩემი ოჯახის წევრებმა, რომლებმაც აირჩიეს საფრანგეთში ემანუელ მაკრონი, ლამის გავუგზავნოთ დეპეშა იმისთვის, რომ რაც ცუდია პირდაპირი წესით არჩეული ემანუელ მაკრონი და რა კარგია 300 მგოსნის მიერ არჩეული მომავალი პრეზიდენტი,“ - აღნიშნა მოქალაქემ.

მის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„ეს მაგალითი არ იყო სწორად მოყვანილი. საფრანგეთი არ არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ისევე როგორც კონსტიტუცია არ არის მე, ბებია, ილიკო და ილარიონი,“ - აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები