1 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სადაც მე ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს"

ჩამოტვირთვა

ბონუსის მთავარი არსი მაღალი ხარისხის სტაბილურობაა საპარლამენტო ცხოვრებაში და პოლიტიკურ სისტემაში - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ახალი კონსტიტუციური პროექტით განსაზღვრული საარჩევნო სისტემა, ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე განმარტა.

„საუბარია ერთნიშნა დანამატზე, რომელიც ეძლევა გამარჯვებულ პარტიას, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცოტა უფრო მაღალი ხარისხით სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრებაში და პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის ბონუსის მთავარი არსი.

"რაც შეეხება სამართლიანობას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიასთან და ჩვენ არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ თუ რომელიმე ნორმას ვენეციის კომისია ჩათვლის უსამართლოდ, ასეთ ნორმას საქართველოს პარლამენტი არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს,“-განაცხადა ირაკლი კობახიძე.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა მწვავე დებატების ფონზე გაიმართა. ევროპული საქართველოს ლიდერებმა ცვლილებებს უსამართლო უწოდეს.

„ერთის მხრივ ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ გვინდა შევქმნათ სამართლიანი სისტემა და მეორეს მხრივ გვთავაზობდეთ შესაძლებლობას, დამარცხებული გამოვაცხადოთ გამარჯვებულად, ეს რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ისევე მიუღებელია, როდესაც ვსაუბრობთ კონსტიტუციის დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის განმტკიცებაზე და ქალაქ ზუგდიდს გვინდა, რომ წავართვათ თვითმმართველის სტატუსი, რომელიც ორი წლის უკან თავად თქვენ მიანიჭეთ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ირაკლი აბესაძის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ზვიად ძიძიგურმა უპასუხა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში საყოველთაო სახალხო განხილვისას თვითმმართველობის გაუქმებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მმართველი გუნდის წევრის თქმით, თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია, მანამ სანამ პარლამენტში არ შევა საკითხი განსახილველად.

თვითმმართველობის რეფორმა და საარჩევნო სისტემა გააკრიტიკა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმაც. ირმა ინაშვილმა მიმართა მმართველ გუნდს, ჰკითხონ ამომრჩეველს რა სჭირდება.

„მე უდიდეს პატივს ვცემ მაჟორიტარებს და  ხშირად მუსირებს ეს აზრი, აბა ჩადით რაიონებში, იკითხეთ უნდა თუ არა ხალხს მაჟორიტარი დეპუტატი. მე გეუბნებით, სადაც მე ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს. არ ჩამოდიან, არ გვკითხულობენ, ხალხის პრობლემებს არ ეცნობიან,“ - მიმართა ირმა ინაშვილმა ზვიად ძიძიგურს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები