1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ძალიან მეშინია, რომ ჩემს სიძეზეც იგივე სცენარი არ განმეორდეს"

ჩამოტვირთვა

პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის, მეგობრის, თორნიკე კაჭარავასთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.

თორნიკე კაჭარავა მისმა ინტერესების დამცველმა წინასწარი დაკავების საკანში მოინახულა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულისთვის უცნობია, რა სახის და რა რაოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

ადვოკატ ირმა ჭკადუას ინფორმაციით, თორნიკე კაჭარავას დაკავებისას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„სცემეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის წინააღმდეგობას უწევდა, ფეხსაცმელს არ აძლევდა. ეგონა, რომ ფეხსაცმელში უდებდნენ ნარკოტიკს. მერე მითხრეს, რომ კაი დაწყნარდი დნმ ამოვიღეთო. არანაირი ნარკოტიკი ფეხსაცმელში არ ჩაგვიდიაო,“ - განაცხადა ადვოკატმა ირმა კაჭარავამ.  

თორნიკე კაჭარავას მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს კაჭარავას მეგობარი და საქართველოს პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილიც.

ანა მარგველაშვილის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ფლობასაც გამოძიება თორნიკე კაჭარავას ედავება, მას არ ეკუთვნის. 

მარგველაშვილის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ნარკოტიკი სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

"საიდან ამოიღეს, ეგეც არ იცის. არაფერი არ იცის საერთოდ. არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას არასდროს და ასეთი შემთხვევაც არ ჰქონია არასდროს. ფეხსაცმელი გახადეს, ბამბები ჩაუდეს, რომ დნმ-ს გიღებთო. ცემით არ უცემიათ, ხელი გაარტყეს. ჩემს სიძეზეც ძალიან მეშინია, რომ იგივე არ მოხდეს და იგივე სცენარი არ განმეორდეს,“ - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები