1 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა

ჩამოტვირთვა

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა. ის სამართალდამცავებმა 13 მაისს ელ ცენტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უნდა გამოკითხონ. ყოფილი მთავარი პროკურორი ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში 15:00 საათზე იყო დაბარებული. 

ოთარ ფარცხალაძე კატეგორიულად უარყოფს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმას. მან განყოფილებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას აუდიტის სამსახურის უფროსისთვის, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ოთარ ფარცხალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ ის ჩვენებას მისცემს და სამართალდამცველებთან სიმართლეს იტყვის მომხდართან დაკავშირებით.  

"ადვოკატმა როგორც განაცხადა, ინციდენტი იყო წამიერი," - აცხადებს ოთარ ფარცხალაძე. 

ადვოკატების განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები