1 4 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მომავალი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ჩამოტვირთვა

არასაპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატან იმ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც საარჩევნო კომისიებს მხოლოდ ბარიერგადალახული პარტიები დააკომპლექტებენ, ან ის პარტიები რომლებიც პარლამენტში ფრაქციის ფორმირებას შეძლებენ. ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება მომავალი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და სწორედ ამიტომ სჭირდება კომისიაში საკუთარი წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდა.

„ამ ცვლილების მერე, მას ეყოლება 4 წევრი კომისიაში და თუ გავითვალისწინეთ, რომ პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრებიც ლოიალურები არიანქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ, ეს იქნება სრული კონტროლი დაწესებული საარჩევნო კომისიებზე,“ - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.


განცხადება გააკეთა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ბაჩუკი ქარდავამ, რომელიც არჩევნების გაყალბების მცდელობას უსვამს ხაზს.


ქართული ოცნება, რომელიც კატასროფულად კარგავს რეიტინგს, ახლა უკვე მიადგა საარჩევნო კოდექსს, რათა შეიქმნას ისეთი პირობები, რითაც შესაძლებელი იქნება არჩევნების გაყალბება,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.


შეგახსენებთ, რომ დღეს მოქმედი წესით კომისიაში თითო წევრი ჰყავს ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას იღებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები