0 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ევროპარლამენტის დეპუტატი: „საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუხთარლი"

ევროპარლამენტის წევრი, სორაია პოსტი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე:

„საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუხთარლი. გატაცების მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში.

ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ნათლად უნდა განვაცხადოთ შემდეგი, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია.

მე ვთხოვ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელიც ვიზიტად შემდეგ ოთხშაბათს ეწვევა ბაქოს, აღნიშნული შეშფოთება დააფიქსიროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ“. 

შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში მსჯელობს რეზულუციის 16 პუნქტიან პროექტზე, რომლის 4 პუნქტი საქართველოს ეხება და სადაც აფგან მუხთარლის გაუჩინარება შეფასებულია როგორც გატაცება საქართველოს დედაქალაქიდან".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები