1 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დეპუტატი ჰარმსი: აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის

ევროპარლამენტის წევრი, რებეკა ჰარმსი ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე:

„შოკისმომგვრელია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება საქართველოს მიწაზე მისწვდა აფგან მუხთარლის.

ჩვენ უნდა მოვითხოვოთ აზერბაიჯანში დაკავებული ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების საქმეების გადახედვა და გამოძიება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ საქართველოშიც“.

შეგახსენებთ რომ ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში მსჯელობს რეზულუციის 16 პუნქტიან პროექტზე, რომლის 4 პუნქტი საქართველოს ეხება და სადაც აფგან მუხთარლის გაუჩინარება შეფასებულია როგორც „გატაცება საქართველოს დედაქალაქიდან".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები