0 0 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"დღეს ვიწყებთ შენების მოძრაობას" - დავით უსუფაშვილის პარტია და ახალი სახეები

ჩამოტვირთვა

"დღეს ვიწყებთ შენების მოძრაობას" - რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის შემდეგ, დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში ახალი პარტიით ბრუნდება. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თანაპარტიელები, მათ შორის ნაცნობი და ახალი სახეები დავით უსუფაშვილმა წარადგინა. 

„გვეყო ნგრევა, მტრობა, შუღლი, მორიგი ყველა ახალი ხელისუფლების მიერ ძველის მიერ შექმნილის განადგურება. ჩვენ ასაშენებელი გვაქვს ჩვენი სახელმწიფო,“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მისივე თქმით, ახალი პარტიის წევრებთან ერთად, დაგროვილ გამოცდილებას მოახმარს მომავალი თაობის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას.  

ახალ პარტიაში სხვა ახალ სახეებთან ერთად იქნებიან, ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა. 

უსუფაშვილის თქმით, მოძრაობას საკმაოდ მყარი გეგმები აქვს.

"ჩვენ კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებს მიმდინარე პოლიტიკური კონიუნკტურა, რომელმაც არა ერთ პოლიტიკურ წამოწყებას შეუშალა ხელი საქმის კეთებაში. ჩვენ მტკიცე ნაბიჯებით გავივლით მარათონულ დისტანციას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გავიმარჯვებთ,“ - აღნიშნა უსუფაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები