1 2 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„თუ მხედრიონს არ ვიფიქრებთ, მაშინ შინაგანი ძალების აღდგენა უნდა იქნებ,“ - ხიდაშელი უმრავლესობაზე საუბრობს

„თუ მხედრიონს არ ვიფიქრებთ, მაშინ შინაგანი ძალების აღდგენა უნდა იქნებ,“ - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კონსტიტუციის ახალი პროექტს, რომელიც უშიშროების საბჭოს აუქმებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ქართულ ოცნებას“ უშიშროების საბჭოს გაუქმების მხარდაჭერის გამო აკრიტიკებს და უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში საფრთხეს ხედავს.

„უშიშროების საბჭოს გაქრობა საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს ვის ქვეშ იქნებოდა, მაგრამ საერთოდ გაქრობა, არის ძალიან მძიმე ამბავი ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და მუდმივი განგრძობადი ომის პირობებში. ეს რაღაცა სხვა შეიარაღებული ძალები ჯერჯერობით, ამ წუთისთვის მდგომარეობით ისევ წერია ტექსტში,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი ვარაუდობს, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებული ძალების შექმნა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნარჩემაშვილის იდეაა. თინა ხიდაშელი მხედრიონის მსგავსი დაჯგუფების შექმნის იდეას ქვეყნისთვის სახიფათოდ მიიჩნევს.

„დიდი ხანი ვიფიქრე ვის შეიძლება ეს აზრი მოსვლოდა და ერთადერთი გამახსენდა კობა ნარჩემაშვილი, შეიძლება თუ მხედრიონს არ ვიფიქრებთ, მაშინ შინაგანი ძალების აღდგენა უნდა იქნებ. არ ვიცი, ძალიან რთული შემთხვევაა. თავისთავად ასეთი აზრი, რომ გაუჩნდა ხელისუფლება, რომ რაღაც ტიპის თოფიანი კაცები შეიძლება ქვეყანაში გააჩინოს, ეს უკვე ძალიან სახიფათოა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები