1 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს აკრიტიკებს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, კონსტიტუციის ახალ ვარიანტში თავდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს აფასებს. ირაკლი სესიაშვილი აღნიშნავს, რომ თითოეულ მუხლთან მიმართებით არსებული რისკები გათვალისწინებულია.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის, განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ის უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის ნაწილს გარკვეულწილად მხედრიონის მსგავსი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების სურვილი ჰქონდეთ.

„ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა მუხლთან მიმართებაში ის გარკვეული რისკები გავითვალისწინო, რაც ზოგადად არსებობს. ასეთი საფრთხე, რაზეც ქალბატონი თინა წინაზე მიანიშნებდა, რომ რაღაც მხედრიონის შექმნა, ეს რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ასეთი, რაღაც თეორიული რისკები რეალურ მოცემულობასთან კავშირში ვერ არის,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები