1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური შეთანხმება უნდა გაუქმდეს - ზაალ უდუმაშვილი

ჩამოტვირთვა

"სითი პარკთან" გაფორმებული კაბალური შეთანხმება უნდა გაუქმდეს, თუმცა საჯარიმო თანხა არა ბიუჯეტიდან, არამედ ინვესტორის მიერ უნდა დაიფაროს - ეს განცხადება, "ნაციონალურ მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალუდუმაშვილმა გააკეთა.


უდუმაშვილი ქალაქში პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების საკუთარ გეგმაზე საუბრობს.


ზალიკო უდუმაშვილი თვლის, რომ მერია "სითი პარკთან" ერთად, მძღოლების უსამართლო დაჯარიმებით მილიონობით ლარს იღებს. გამარჯვების შემდეგ, კანდიდატი ახალი ინვესტორი კომპანიის შემოყვანას გეგმავს. მისი განმარტებით, კომპანიას შეღავათიანი პირობები დაუწესდება, სანაცვლოდ კი ვალდებული იქნება პარკირების პრობლემა მოაგვაროს.


„იმის ნაცვლად, რომ კომპანიას საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა ქალაქში, დედაქალაქში შემოვიდა მხოლოდ ერთ ფუნჯით და ერთი ქილა საღებავით და უბრალოდ დახაზა ეს ქუჩები. ამის შედეგად თბილისელებისგან ყოველ წლიურად იღებს მილიონობით ბეგარას. მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა "სითი პარკს", თან 2025 წლამდე, ხოლო შემდეგ უკვე ამ ხელისუფლებამ ძალიან კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა "სითი პარკთან". მე შევძლებ, რომ თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც დადგება დღის წესრიგში, იქნება "სითი პარკიდან" ამ ქალაქის ჩამოშორება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები