2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"სააკაშვილის ბედისწერა საოცარია" - რას წერს მედვედევი სააკაშვილზე?

რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს Facebook-ზე გამოეხმაურა.

"სააკაშვილის ბედისწერა საოცარია: საქართველოს მოქალაქე, საქართველოს პრეზიდენტი, ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალქეობა ჩამოერთვა; უკრაინის მოქალაქე, უკრაინის პრეზიდენტის მეგობარი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, ადამიანი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა. 

საოცარია, უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრულობა - მიიღო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქალაქედ, დანიშნო ის გუბერნატორად, შემდეგ წაართვა უკრაინის მოქალაქეობა და დათანხმდე მის ექსტრადიციას საქართველოში. 

ეს ყველაფერი - უტყუარად ადასტურებს ამ ორი ადამიანის მაღალ ზნეობრივ ფასეულობებს, რომლებმაც ეს ტრაგიკომედია გაითამაშეს. Show must go on ...  😂", - წერს მედვედევი Facebook-ზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები