0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ვაშინგტონ პოსტი“ მიხეილ სააკაშვილის ვრცელ წერილს აქვეყნებს

   „ვაშინგტონ პოსტი“  მიხეილ სააკაშვილის  ვრცელ წერილს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე და სხვა დეტალებზე საუბრობს 

„გასულ კვირას აშშ-ში ბიძის ოჯახთან მოკლე ვიზიტისას, აღმოვაჩინე, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ჩამომართვა უკრაინის მოქალაქეობა დაჩქარებული და საიდუმლო განკარგულებით, რამაც მე მოქალაქეობისა და მოქმედი სამგზავრო საბუთების გარეშე დამტოვა. მან ასევე ქვეყანაში დაბრუნება ამიკრძალა. 

რამხელა ცვლილება მოხდა რამდენიმე თვეში. დაახლოებით ორი წლის წინ, ამავე პრეზიდენტმა კიევში მაღალ დონეზე ორგანიზებულ ღონისძიებაზე უკრაინის მოქალაქეობა მომანიჭა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ოდესის გუბერნატორად მისი დანიშვნის მიზანი, უკრაინის კორუფციული რეგიონის გასუფთავება და ადგილობრივი მაფიის დამარცხება იყო. თუმცა წარმატებული დასაწყისის მიუხედავად, მის გუნდს პრობლემები შეექმნა. 

„პრეზიდენტმა არა მხოლოდ შეწყვიტა ჩვენი დახმარება, არამედ სწორედ იმ ინტერესების მხარეს დადგა, რომლის წინააღმდეგაც წესით უნდა გვებრძოლა. მალე ნათელი გახდა, რომ პოროშენკოს მიერ ჩვენი მიპატიჟება საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის ნაწილი იყო, რათა საკუთარი თავი მოსახლეობის წინაშე რეფორმატორად წარმოეჩინა და საერთაშორისო დონორებისგან ფული მოეზიდა. სინამდვილეში, მან უარი თქვა უკრაინის ოლიგარქიულ სტრუქტურებთან დაპირისპირებაზე“ , - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები