1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მმართველი გუნდი სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერზე კომენტარს აკეთებს

ჩამოტვირთვა

იუმორისტული შოუ - ასე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უკრაინული გამოცემა Страна.ua-ს მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ჩანაწერებს აფასებენ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გავრცელებული ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს შს მინისტრი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი ექსტრადირება ქართულ მხარეს არ სურს, არასერიოზულია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განცხადებით, ადეკვატურობას მოკლებულია ჩანაწერის ავთენტურობაზე საუბარიც.

"ეს არის იუმორისტული ჟანრი, მე ამას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ. ეს არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება, იყოს სერიოზული განსჯის საკითხი და ასეთი შოუს და იუმორისტული სკეტჩის ეპიზოდებით შეიძლება, დაკავდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის თემა, რომლის სერიოზული პოლიტიკური განხილვა შეიძლება, მოხდეს. ეს არის ჩემი კომენტარი. მე ამას არანაირ სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და არც მის ავთენტურობაზე ბუნებრივია არ და ვერც ვისაუბრებ," - განაცხადა ბესელიამ.

გავრცელებულ ჩანაწერს "არასერიოზულს" უწოდებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილიც. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ორი ქვეყნის ძალოვან  უწყებებს შორის საუბარი დაუცველი სატელეფონო ზარებით არ სარგებლობენ, რის შესახებაც განმარტება შს სამინისტრო უკვე გაავრცელა.  

”მე მოვისმინე, მაგრამ სერიოზულად არ მომისმენია, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა  განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით და მე მგონია, რომ, როდესაც მაღალი რანგის თანამდებობის პირები, განსაკუთრებით რომლებიც ასეთ სფეროებს წარმოადგენენ, ერთმანეთს ეკონტაქტებიან, უზრუნველყოფილი არის ხოლმე დაცულობა. ასე რომ, ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი შეიძლება, სინამდვილეს შეეფერებოდეს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

მომხდართან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს ვიცეპრემიერ დიმიტრიქუმსიშვილს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულის გამოცემის  Страна.ua-ს მტკიცებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რუს პრანკერს, რომელიც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენი ავაკოვი ეგონა, ტელეფონით პოროშენკოსა და კვირიკაშვილის საიდუმლო შეხვედრის დეტალები უამბო და უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემა საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა.

მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე არც ერთ საგამოძიებო უწყებას, სავარაუდოდ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და რუსი პრანკერისსატელეფონო საუბარს შესახებ გამოძიება არ დაუწყია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები