0 1 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ჟურნალისტის ადგილსამყოფელი უცნობია

ჩამოტვირთვა

ოკუპანტების მიერ გატაცებული ჟურნალისტის, ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მას საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ და მოგვიანებით გამოუშვეს, თუმცა ის დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს.

ახალგორის ადგილობრივების განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ მათ ინფორმაცია მიიღეს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ახლა არ იციან.

მოსახლეობას კამერებთან სახის გამოჩენა და არც ამ საკითხზე საუბარი სურს, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პროკურატურის რეპრესიების მსხვერპლი ისინიც გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი და “ნეტგაზეთის” ფრილანსერი ჟურნალისტი, საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავების მომენტში მან მედიისთვის სატელეფონო ინტერვიუს მიცემა მოასწრო, სადაც ყვებოდა, რომ მას საოკუპაციო რეჟიმი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ორდერის გარეშე აკავებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები