0 5 : 3 9
 | 

პოლიტიკა

მოსამართლემ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის დღევანდელი პროცესი დასრულდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და აბესაძე პატიმრობაში დატოვა. 
 
   შეგახსენებთ, რომ ოთარ აბესაძეს ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 13 ივლისს წაუყენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.

   გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ ქრთამი - 3 000 აშშ დოლარი - მოითხოვა. მან მოქალაქეებს განუმარტა, რომ არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო, სამუშაოების დაწყება შეეძლოთ და ჯარიმებიც არ იქნებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები