0 5 : 3 8
 | 

პოლიტიკა

დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ჩამოტვირთვა

„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი, დავით უსუფაშვილი რამდენიმე დღეში საზოგადოებას საარჩევნო სისტემის ცვლილების ახალ მოდელს შესთავაზებს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავარ სადავო საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს და მისი ინიციატივა პოლიტიკურ პარტიებს ამის შესაძლებლობას მისცემს.

დავით უსუფაშვილი კონკრეტული წინადადების წარდგენისგან ჯერ თავს იკავებს და ამბობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა მისცენ შესაძლებლობა უმრავლესობას, ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღოს.

„თუ ახალი კონსტიტუციის სახით ერთად სავალი ფართო შარა გზა ვერ შევქმენით, საჭიროა გამოვძებნოთ ვიწრო ბილიკი მაინც, რომელიც იმ შარა გზაზე მომავალში გაგვიყვანს. უკანასკნელი შანსის ძიებაში შენების მოძრაობა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას წარუდგენს საარჩევნო სისტემის ისეთ მოდელს, რომელიც შესაძლოა, გახდეს ფართო კონსენსუსის საფუძველი,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილი.

მისი თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, ყველა მხარეს მცირე დათმობაზე წასვლა მოუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები