1 5 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო

ავღანეთში, ბაგრამის ავიაბაზასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. 

როგორც დაჯგუფების წევრები ამტკიცებენ, თავდასხმის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო, რომელიც მოტოციკლეტით მიუახლოვდა ბაგრამის ავიაბაზის შესასვლელს. 

აშშ-ის სამხედროები ადასტურებენ, რომ შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, თავდასხმის დროს 3 ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები