2 3 : 2 5
 | 

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მიემგზავრება

ჩამოტვირთვა

მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში ყოფნისას "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გაერთიანება მნიშვნელოვანია უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც, რადგან მისი თქმით, ოლიგარქები ორივე ქვეყნის მტერია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლონეთი-უკრაინის საზღვართან მიემგზავრება, სადაც მას მხარდამჭერები ელოდებიან.

„ასეთი გაერთიანება არ ყოფილა მრავალი წელია. ვფიქრობ, ეს არის მაგარი ნიშანი უკრაინისა და საქართველოსთვის. ეს არის „ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში.“ საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ვარ კონცენტრირებული უკრაინაზე, ერთი წუთით არ ვასუსტებ ყურადღებას საქართველოზე. ამის იმედი ნუ ექნებათ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ერთი ბრძოლა. ჩვენ ერთი მტრები გვყავს. ივანიშვილი საქართველოს მტერია, ასევე მტერია უკრაინის. მოვუვლით მასაც, რაც არ უნდა ყირაზე გადავიდნენ მთელი სამყაროს ყველა ოლიგარქი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები