1 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი: "ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფები სრულიად ლეგალურ საფუძველზე"

 მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ, ლვოვში პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუშინდელი დღის დეტალებზე ისაუბრა და ამასთან ჟურნალისტების კითხვებსაც გასცა პასუხი 

„მე გადავკვეთე საზღვარი ლეგალური უკრაინული დოკუმენტით, პოლონელებმა ჩაარტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში, არც მკითხა და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, სადაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი. სასაზღვრო პროცედურების გავლა მინდოდა გუშინ, მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს. დღეს დილით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, ჩემი ადვოკატი მივიდა საემიგრაციო სამსახურში და მიიტანა ჩემი განცხადება. მე ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფები სრულიად ლეგალურ საფუძველზე. მე მივმართე დახმარების თხოვნით უკრაინის სახელმწიფოს. უკრაინის ხელისუფლებამ ახლა ჩემი საკითხი უნდა განიხილოს სასამართლოში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები