1 8 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისადმი დაუმორჩილებლობისთვის"

ჩამოტვირთვა

უკრაინელი სამართალდამცავები გუშინ პოლონეთის საზღვარზე მომხდარ ფაქტს საზღვრის უკანონო კვეთის კვალიფიკაციით იძიებენ. გამოძიება ასეულობით მოქალაქესთან ერთად, რადას დეპუტატების ბრალეულობასაც არკვევს.

უკვე გამოქვეყნდა იმ დეპუტატების სიაც, რომლებმაც გუშინ საზღვარი ხალხთან ერთად გადმოკვეთა. სამართალდამცველების განმარტებით, საზღვრის კანონდარღვევით კვეთა სისხლის სამართლის დანაშაულია და მათ სადუპუტატო იმუნიტეტი ვეღარ დაიცავს.

„გუშინ აბსოლუტურად ყველაფერი იყო კანონიერი, მათ შორის საზღვრის გადაკვეთაც და არცერთი საკითხი კანონთან დაკავშირებული არ დაგვირღვევია. თუკი ეს ხელისუფლება დაიწყებს პოლიტიკურ რეპრესიებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც გუშინ ხალხის ნება დაიცვა, ეს იქნება ამ ხელისუფლების დასასრულის პირველი დღე. ვფიქრობ, რომ ამ კორუმპირებულ, აბსოლუტურად ამორალურ ხელისუფლებას შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს. საკითხავი ისაა, დაუშვებს თუ არა ამას საზოგადოება. ჩემი აზრით, ამ ხელისუფლებამ უკვე იმუშავა იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ წავიდეს და პასუხი აგოს ყველაფერზე, რაც გააკეთა. იმისთვის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იხდის დღეს ოკუპანტი ქვეყნის ბიუჯეტში ფულს, აკეთებს რუსეთში საკუთარ ბიზნესს, მას უკრაინული საზოგადოების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება,“- განაცხადა უკრაინის პარტია ”ბატკივშჩინას" ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ.

რადას დეპუტატები უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობენ.

„ვიცი, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისადმი დაუმორჩილებლობისთვის. არ გამოვრიცავ, რომ სხვა მუხლებითაც აღიძრას, რომ პოლიტიკური რეპრესიები გააგრძელონ მიხეილ სააკაშვილის, მისი მომხრეებისა და იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელთაც თავად ჩააყენეს ურთულეს მდგომარეობაში. ჩვენ ვეუბნებით, გაჩერდით, თქვენ დაუშვით დიდი შეცდომა,"- განაცხადა უკრაინის რადას წევრმა, იური დერევიანკომ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები