1 8 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მელია კეზერაშვილს ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს კორუფციასა და ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით კეზერაშვილი „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს.

„კარგი საქმით, რომ არ არის დაკავებული ეს ადამიანი და არც იყო არასდროს, ეს არის ფაქტი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია ასევე, აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილი ამჯერად ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია. მან თავადაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი კორუფციაში და ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ გარიგებაში დაადანაშაულა.

„დღესაც ეს ბატონი, რა თქმა უნდა, არათუ ავითარებს თავის ბიზნესებს, არამედ კიდევ უფრო და უფრო მდიდრდება და იგი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორი, ეს არის 2-ჯერ ორი ოთხი,“ - აცხადებს ნიკა მელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები