0 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლეიბორისტულმა პარტიამ თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი გუგავა წარადგინა

ჩამოტვირთვა

„თუ თბილისი გადარჩება, საქართველოს ვერავინ ვერ დაამარცხებს,“ - ეს განცხადება საქართველოს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენის დროს გააკეთა.

შალვა ნათელაშვილმა, მერობის კანდიდატად პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა წარადგინა.

„ის ყოველთვის იდგა საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის ბარიკადებზე და ასეთი იქნება ის მაშინაც, როდესაც თქვენი ნებით გახდება თბილისი მერი. ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, ავად გახდებით? გუგავა მოვა! ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა! წყალი გასკდება? გუგავა მოვა! გზა გაითხრება? გუგავა მოვა! რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენს ვერდით!“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, გიორგი გუგავას მერად არჩევა, ქალაქის უკანასკნელი შანსია, რათა შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის "თარეშს" შეაჩერებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები