1 8 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნახევარ მილიონზე მეტი პრემია-დანამატი 8 თვის განმავლობაში

ჩამოტვირთვა

ნახევარ მილიონზე მეტი პრემია-დანამატი 8 თვის განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქამრების შემოჭერის ნაცვლად, მოხელეებს მაღალ ხელფასებთან ერთად, დიდი ოდენობით პრემია-დანამატებიც ერიცხებათ.

პარტია გამოძიების დაწყების მოთხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართავს და გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იანვრიდან აგვისტოს თვის ჩათვლით გაიცა 415 ათასი ლარის პრემია და დანამატი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ სსიპ-ში გაიცა 215 ათასი ლარის დანამატი მითუმეტეს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ. ერთი წარმომადგენლის ანაზღაურება უტოლდება 5500 ლარს და დამატებით ისინი იღებენ 100 ათასობით პრემია და დანამატს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ციფრებიდან 70% შეადგენს პრემიას. საინტერესოა, რომ ამ ადამიანებმა გაგვცენ პასუხი რაში იღებენ პრემიას,“ - აცხადებს „ენმ“-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები