0 3 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

”ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკურ რეკლამაში ერთ თვეში, 3 150 287 ლარი დახარჯა

  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში პოლიტიკურ რეკლამაზე ყველაზე მეტი "ქართულმა ოცნებამ" დახარჯა. 1-21 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ”ქართულმა ოცნებამ” რეკლამისთვის 3 150 287 ლარი გამოყო. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების მიერ პოლიტიკურ რეკლამაზე დახარჯული თანხების ოდენობით მეორე ადგილზე "ევროპული საქართველოა."  პარტაიმ 142 263 ლარი დახარჯა, საიდანაც 100 758 ლარი რეკლამის ხარჯია. 

90 456 ლარი დახარჯა ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, აქედან 11 747 ლარი - რეკლამაზე, 25 375 - შრომის ანაზღაურებაზე. 

”პატრიოტთა ალიანსის” ხარჯებმა 84 120 ლარი შეადგინა, საიდანაც 8 400 ლარი რეკლამის ხარჯია, 2 872 ლარი კი - შრომის ანაზღაურება. 

”გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ” 1-21 აგვისტოს პერიოდში 77 350 ლარი დახარჯა, საიდანაც ძირითადი ნაწილი - 42 750 ლარი შრომის ანაზღაურებას შეადგენს.

43 340 ლარი დახარჯეს ”თავისუფალმა დემოკრატებმა”, აქედან 19 875 ლარი - შრომის ანაზღაურებაზე. 

38 433 ლარი შეადგინა ”ლეიბორისტული პარტიის” მიერ გაწეულმა ხარჯმა, 34 978 ლარი კი - ”მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.


სულ, პარტიების მიერ 1-21 აგვისტოს პერიოდში გაწეულმა ხარჯმა 3 880 396 ლარი შეადგინა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები