0 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან მივიდა

   მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან, მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

„მე ახლა აქ ხალხის გადაწყვეტილების წყალობით ვიმყოფები. როგორც იცით, პრეზიდენტ პოროშენკოს მსოფლიოს რამდენიმე ლიდერმა ჩემს საკითხზე სალაპარაკოდ დაურეკა და ის ყველას ერთი და იგივეს პასუხობს. ამბობს, რომ მიკვირს, რატომ არ მიდის სააკაშვილი სასამართლოშიო. მას სურს, რომ მე სასამართლოს მივმართო და მოქალაქეობის საკითხი იქ გავარკვიო. მათ ჯერ ხელი მოაწერეს გაურკვევლ განკარგულებას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში არ მაძლევდნენ, გამოაქვეყნეს ჩემი ანკეტა, მაგრამ არ წარადგინეს არანაირი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზე შევძლებ, სასამართლოს მივმართო.

"წარმოიდგინეთ, როგორ მოექცევიან რიგით მოქალაქეებს, როდესაც მე ზურგს მიმაგრებენ სახალხო დეპუტატები და ამ საკითხით მთელი მსოფლიო ინტერესდება. ამის მიუხედავად, ასე მოქმედებენ, ამიტომ ვიბრძვი. აქ ჩამოვედი, რომ ადვოკატების საშუალებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეს დოკუმენტები გადავცე. მე დღესვე მივემგზავრები კიევიდან ცენტრალურ უკრაინაში და გავაგრძელებ ქვეყანაში მოგზაურობას და ხალხთან შეხვედრებს. 17 ოქტომბერს კი ისევ აქ შევიკრიბებით უკრაინელი ხალხის უფლებების დასაცავად," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები