0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქველმოქმედების სახელით მითვისებული ფული -პროკურატურამ ”იავნანას” ფინანსების შესწავლა დაიწყო

ჩამოტვირთვა

ქველმოქმედების სახელით მითვისებული ფული - პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის, ”იავნანას” ფინანსების შესწავლა დაიწყო.

საქმე "ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის" მიმართვის საფუძველზეა აღძრული, რომლის თანახმადაც ფონდის მესვეურები საქველმოქმედო მიზნებისთისშეგროვებულ თანხას ითვისებდნენ და არამიზნობრივად ფლანგავდნენ. 

„საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. აღნიშნულ გამოძიებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივ ხარჯვას და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას,“-განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გრძელიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები