0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილმა ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში "სილიკონ ველი თბილისის" სამუშაო სივრცე გახსნა.

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტს, ადმინისტრაციის უფროსს გიორგი აბაშიშვილსა და პრეზიდენტის მრჩევლებს ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა უმასპინძლა, "სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში განთავსებული მაღალტექნოლოგიური გამოფენა დაათვალიერებინა და აღნიშნა, რომ "სილიკონ ველი თბილისი" პარტნიორებთან - NASA, NATO, IBM, HP, SPLUNK, QLIK უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებას გეგმავს, როგორიცაა: ქართული ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური და გაფართოებული რეალობა განათლებაში, ნივთების ინტერნეტი, მეგამონაცემთა ანალიტიკა და ვიზუალიზაცია, კიბერუსაფრთხოება, კოსმოსის ათვისების გლობალური პროგრამა.

საქართველოს პრეზიდენტმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც "სილიკონ ველი თბილისის" მიერ განხორციელებულ გლობალურ პროექტებში ჩაერთვებიან.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს ახალი შესაძლებლობები არის ის, რაც ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო ნათლად და კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს მსოფლიო რუკაზე. საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომლის იდენტიფიკაცია მსოფლიო რუკაზე შეიძლება სწორედ გამორჩეული ადამიანების, გამორჩეული ინდივიდების მიღწევების და წარმატების ხარჯზე. ყოველთვის ამით ვადგენდით ჩვენ იდენტობას.
"სწორედ ნოვატორები რეალურად წაწევენ წინ კაცობრიობის ცოდნას. ამ ადამაინებმა შექმნეს მეცნიერება, ამ ტიპაჟებმა შექმნეს განსხვავებული ხედვების მთელი სპექტრი, რომლის მომსწრეც დღეს ჩვენ ვართ.

არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული ხედვების შემომტანი, არასდროს არ შეგეშინდეთ იყოთ კლიშეების დამგრევი, არასდროს არ შეგეშინდეთ უცნაური და არაორდინალური აზრის გამოთქმა. სწორედ ამ არაორდინალური შეხედულებების, არასტანდარტული ხედვის შედეგად იქმნება ახალი",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან და არაერთი პროექტის თანადამფინანსებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები