1 9 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს

   აუდიტის სახელმწიფო სამსახურში საკადრო ცვლილებები დაიწყო. გენერალური აუდიტორის მოადგილე ნინო ლომჯარია თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

    ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მას უფლებამოსილება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისთანავე შეუწყდა, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მექვაბიშვილმა სამუშაო კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

„მე შემიწყდა უფლებამოსილება ახალი გენერალური აუდიტორის დანიშვნისთანავე, დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ აღარ გავაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. როგორც ვიცი, იქნება ორი ახალი და ერთ ძველი მოადგილე, რომელსაც დღეს წარადგენს გენერალური აუდიტორი თანამშრომლებთან. მიზეზი არ ყოფილა დასახელებული,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები