0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სიტუაცია მერიასთან უკიდურესად დაძაბულია - რამდენიმე პირი დააკავეს

ჩამოტვირთვა

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია სიტუაცია თბილისის მერიასთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და პარტიის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაში შესვლა სცადეს. სამართალდამცველებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და მთელს პერიმეტრს აკონტროლებენ. ასევე მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამახური იცავს. 

სამართალდამცავები „ნაციონალური მოძარობის" წევრებს მერიაში შესვლის საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, დედაქალაქის მერმა მოქალაქეების კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. 

ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომპანიას მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემა.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები