1 9 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კობა დავითაშვილი დაკითხვაზე ეტლით მიიყვანეს

კობა დავითაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვაზე იმყოფება. დავითაშვილი მისი ცემის საქმეზე, სადაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია ბრალდებული, ეტლით მიიყვანეს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ნერვიულობის ნიადაგზე რამდენიმე მძიმე დაავადება აქვს. რაც შეეხება მისი ცემის საქმეს, დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციების მიმდინარეობისას, მისი გატაცება და ცემა მიხეილ სააკაშვილის დავალებით, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით განხორციელდა.

„ეს იყო თავდასხმა ნახევრად სამხედრო ფორმაში გადაცმული ადამიანების, რომლებიც სახეს არ მალავდნენ. ეს არ იყო არც დაკავება, არც დაპატიმრება. ეს იყო პირდაპირ თავდასხმა. მათ ჰქონდათ გასაშლელი ლითონის ხელკეტები, რომლითაც ყოველგვარი განმარტების გარეშე დამესხნენ თავს. 

როდესაც შევეცადე, მათთვის რამე ამეხსნა, არ მომცეს ამის საშუალება. ძირს დამაგდეს და ათზე მეტი კაცი მირტყამდა“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა დაკითხვის დაწყებამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები