0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომელთა ჩართვა - არასამთავრობოები სისხლის სამართლის ნიშნებზე საუბრობენ

ჩამოტვირთვა

საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომელთა ჩართვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მსჯელობენ ამ წუთებში უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ სხდომას ესწრებიან, ამბობენ, რომ ბაღის თანამშრომლების მიერ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ, მოქალაქეთა პირადი მონაცემების შესაძლო შეგროვების საქმე, სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის ლევან ნატროშვილის თქმით, საქმე გვაქვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაც საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების პოლიტიკურ პროცესში საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ჩართვაში გამოიხატება.

„გამოძიება უნდა დაიწყოს ამ საქმეზე ვინაიდან, ეს სისხლის სამართლის ნიშნებსაც შეიცავს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა რეალურად, როდესაც შენ რთავ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ ადამიანებს მათი ნების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ პროცესებში. სამართლებრივი გამოძიება თუ დაადგენს, რომ ნამდვილად ჰქონდა ამ ფაქტს ადგილი, არა მარტო სისხლის სამართლებრივად უნდა დაისაჯოს ზოგიერთ პირი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც ჩართულები იყვნენ და ასრულებდნენ მათ დავალებებს, როგორც მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მათი,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

სახელმწიფო რესურსებისა და პოლიტიკური საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნის აუცილებლობაზე საუბრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“.

„ეს საკითხი იმსახურებს სათანადო ყურადღებას, ვინაიდან იკვეთება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო რესურსები და პარტიული საქმიანობა უნდა იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან, რაც ამ შემთხვევაში არ არის დაცული,“ - აცხადებს ლელა ტალიური.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები