2 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა?"- 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა

ჩამოტვირთვა

2018 წლის ბიუჯეტის განხილვა ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს ოპოზიციურ ფრაქციებში. დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოუსმინეს. ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ბიუჯეტის წარდგენილი პროექტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გიორგი კაკაურიძეს კითხვით მიმართა და სთხოვა განემარტა, ბიუჯეტის ზრდის ფონზე, რატომ არ იზრდება პენსია, რაზეც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რომ მომდევნო წელს პენსიის ზრდა არ არის გათვალისწინებული.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მდივანს, თინათინ ბოკუჩავას კი აინტერესებდა კაკაურიძის მოსაზრება, თუ რატომ არ ჩამოიყვანა ზაფხულის განმავლობაში მასშტაბური ხანძრების დროს, ბიძინა ივანიშვილმა შვეულმფრენები საქართველოში. კაკაურიძის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვის რამდენი შვეულმფრენი აქვს.  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ სუს-ის ბიუჯეტის ზრდა გაუმართლებელია, მაშინ, როდესაც ამ უწყებას 5 წლის განმავლობაში არცერთი ჯაშუში არ გაუუვნებელყოფებია. ბარამიძის შეკითხვაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია რამდენი ჯაშუში დაიჭირა უწყებამ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქართულ ოცნებას“ კითხვით მიმართა - „ინფრასტრუქტურა ჭამოს ხალხმა?“

ამ წუთებში კი ბიუჯეტის განხილვა „ევროპულის საქართველოს“ წარმომადგენლებთან იწყება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები