1 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცესკოს სპიკერმა მედიას არჩევნების მე-2 ტურის საბოლოო წინასწარი შედეგები გააცნო

ცესკოს სპიკერმა მედიას თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურის საბოლოო წინასწარი შედეგები გააცნო. როგორც ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, დათვლილია 317-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.

მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 109 381-მა მოქალაქემ. წინასწარი მონაცემებით აქტივობამ 33.32% შეადგინა.

ამომრჩეველთა აქტივობა წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ოლქების მიხედვით:

• ყაზბეგი -53.02%

• ხაშური - 34.75%

• ბორჯომი - 52.90%

• ქუთაისი - 18.10%

• ოზურგეთი -56.65%

• მარტვილი - 38.68%

რაც შეეხება ამომრჩეველთა სტატისტიკას გენდერულ ჭრილში, 12 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 55 001-მა (50.28%) ქალმა და54 380-მა (49.72%) კაცმა.

ანა მიქელაძის თქმით, ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს.

„ოზურგეთის #59-ე საარჩევნო უბანთან გვიან ღამე ხმაური იყო, რაც მერობის კანდიდატების მხარდამჭერებს შორის ინციდენტმა გამოიწვია, თუმცა სამართალდამცავებმა სიტუაცია განმუხტეს. რაც შეეხება აღნიშნულ უბანზე არჩევნების შედეგების შეჯამებას, პროცესი გვიანობამდე გაგრძელდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შემაჯამებელი ოქმი შედგა და აისახა წინასწარ შედეგებში. აღსანიშნავია, რომ ამ უბანზე შესულია რამდენიმე საჩივარი და თითოეულზე იქნება შესაბამისი რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 35 საჩივარი. საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაა, თუმცა, არის ერთეული საჩივრები განსხვავებული მოთხოვნებით და კომისია ყველა მათგანზე იმსჯელებს კანონით განსაზღვრულ ვადებში. შემოსული საჩივრებიდან ყველაზე მეტი - 14 დაფიქსირდა ოზურგეთში, ბორჯომში- 12, ქუთაისში - 4, ხაშურში -2, ყაზბეგში - 2 , ხოლო მარტვილში -1.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინაიდან მათ გამოიჩინეს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მივიდნენ არჩევნებზე და გამოხატეს საკუთარი კონსტიტუციური ნება. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ვინაიდან მათ ჩვენთან ერთად ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცaესის გამჭვირვალედ და პროფესიულ დონეზე წარმართვას“,განაცხადა ცესკოს სპიკერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები