0 1 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დადებითად აფასებს სამთავრობო გუნდის ცვლილებებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობაში მიმდინარე საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს პოზიტიურს უწოდებს.

ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ-მინისტრის დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს, რომელიც მისი თქმით, მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.

რაც შეეხება ეკონომიკას, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვას, როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, ამ სფეროებში დაგეგმილი ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის მთავრობის საქმიანობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპტიმიზაციის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე აისახოს პოზიტიურად.

ჩვენ დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ კანდიდატურებს მინისტრების პოსტზე, მათ წარმატებას ვუსურვებთ, ვინაიდან მათ აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე”,- აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები