0 6 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან"

  მან მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელი პირები წარადგინა.

„ჩვენ ერთად უნდა შევუტიოთ და დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა, პრობლემა, რომელიც აქვს დედაქალაქს. თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურები უნდა იყოს ეფექტური, მობილური და საზოგადოებამ თვალნათლივ უნდა დაინახოს თქვენი მუშაობის შედეგი და რაც მთავარია, ეს უნდა მოხდეს ყოველდღიურად. 

თბილისის სწორი განვითარება დგას ჩემი, თქვენი, თითოეული ჩვენი თანამშრომლის პროფესიონალიზმზე, მონდომებაზე და რაც მთავარია, სურვილზე, ვემსახუროთ თბილისს. პირველ რიგში, მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან. თბილისელებმა უნდა იცოდნენ თქვენი საქმიანობა - რას აკეთებთ კარგად ან რა უნდა გააკეთოთ უფრო კარგად, რა არის დასახვეწი ან რაში გვჭირდება საზოგადოების გვერდში დგომა. 

ჩვენ მოსახლეობასთან ერთად დავძლევთ ყველა პრობლემას, განვახორციელებთ ყველა გეგმას. ჩემი მოთხოვნა და ამავდროულად თხოვნაცაა, რომ საათის მექანიზმივით აწყობილი სამსახურები ქმნიდნენ მთლიანობაში მერიის ეფექტური მუშაობის შედეგს. მე დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ ერთად შევძლებთ“, - განაცხადა კალაძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები