1 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ეროვნული ბანკი მოახდენს ბაზარზე გავლენას, თუ დაინახავს, რომ ლარის კურსი ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი"

   ლარის გაუფასურებას პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა. 

  "ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი,"- განაცხადა ქუმსიშვილმა. 

მისივე თქმით, ის პროგნოზებს არ და ვერ გააკეთებს. "ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. რასაც ვუყურებთ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგებები დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, გამყიდველების მიმართულებით გარკვეული ინვესტორების აქტივობა უნდა გამოჩნდეს უახლოეს მომავალში", -დასძინა ქუმსიშვილმა.

ეროვნულმა ბანკის მიერ გუშინ გამართული ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7039 ლარი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები