0 1 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არაოფიციალური ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან

   არსებული ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცრაზმის მიერ ბლოკირებულ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ეროვნებით ჩეჩენი 3 პირი იმყოფება, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები არიან. შესაბამის ინფორმაციას kvirispalitra.ge ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირები საქართველოში, სავარაუდოდ, არალეგალურად შემოვიდნენ. 

"ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ბინაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი, ეროვნებით ჩეჩენი 3 პირია. ისინი, სავარაუდოდ, არიან "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები და არალეგალურად შემოვიდნენ საქართველოში“, - წერს "კვირის პალიტრის" ანალიტიკოს ნინო ბურჭულაძეზე დაყრდნობით.

ამასთან, ბურჭულაძის ინფორმაციით, სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, ჭიანურდება იმის გამო, რომ ბინაში შესაძლოა იყოს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები