0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ინამუსოს, გადადგეს" - ადა მარშანიამ პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდა

„არაადეკვატური და უსაქმური მთავრობა დროზე უნდა გავუშვათ," - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

დეპუტატები სხდომაზე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ. "პატრიოტთა ალიანსი" მიიჩნევს, რომ მთავრობა დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს. ამის შემდეგ, "პატრიოტთა ალიანსმა" პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. 

„თქვენ აქ არ უნდა იჯდეთ, ბატონო ბოკერია. თქვენ იცით ეს თუ არა? იცით რა იქნებოდა შესანიშნავი ფაქტი ამ პარლამენტის შენობაში? რომ აქ დავიწყოთ ჩვენ სამართლიანობის აღდგენა და სიმართლის თქმა. ამათმა მინისტრებმა, საქართველოს მინისტრები რომ ჰქვიათ და სინამდვილეში „ქართული ოცნების“ მინისტრები რომ არიან, თქვენთან უნდა მოვიდნენ საბრალდებო დასკვნით, რომელიც დიდი ხანია დაწერილი უნდა ქონდეთ. მივმართავ „ქართულ ოცნებას“, როდემდე ვიცხოვროთ ასე, ბატონებო,“ - ამბობს ადა მარშანია.

პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. 

„არაადეკვატური და უსაქმური მთავრობა დროზე უნდა გავუშვათ. კიდევ სამი წელი კი არ უნდა ველოდოთ. თქვენ რატომ გიკვირთ, რომ პრემიერმინისტრი აქ არ მოვიდა? მე საერთოდ არ მიკვირს ეს ამბავი, აბსოლუტურად არ მიკვირს. ეს არის პატარა დეტალი, რატომაც უნდა გადადგეს ბატონი კვირიკაშვილი. ინამუსოს, გადადგეს და დაუბრუნდეს თავის ბანკს, არ არის ის ადამიანი იმ დონის, იმ ბიოგრაფიის, რომ იყოს ქვეყნის პრემიერმინისტრი,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები