0 4 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ე.წ. შეწყალების საქმეს სასამართლოს ეზოში აპროტესტებენ

  თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. სასმართლოში კი ე.წ. შეწყალების საქმის განხილვა მიმდინარეობს.

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. მათი თქმით, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ის სამართლებრივ ჩარჩოში არ განიხილება.გამოძიება მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულების გათავისუფლების გამო ედავება. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კონსტიტუციური უფლება გამოიყენა, მან 100-ზე მეტი პირი შეიწყალა და მათ შორის, მოხვდნენ გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები