1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ყველა ინფორმაციას არ მივიღებთ"- ხადური "სიტროენ ჯორჯიას" სკანდალზე

ჩამოტვირთვა

  ნოდარ ხადური "სიტროენ ჯორჯიასთან" დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. ხადური ამბობს, რომ გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანიასთან დაკავშირებული საქმის მოკვლევას, კონკურენციის სააგენტო მას შემდეგ დაიწყებს

„ჩვენ მივიღეთ საჩივარი 12-ში, 13-შივე ჩვენ ეს საჩივარი გადავუგზავნეთ იმ მხარეებს, რომლებსაც ეხება იმისთვის, რათა მათგანაც მივიღოთ ინფორმაცია. გუშინ ჩვენ გავუგზავნეთ წერილი „სიტროენ ჯორჯიას“ და მოვითხოვეთ ინფორმაციის დაზუსტება. 

ეს სასამართლოს თემას ეხება, ვინაიდან სასამართლოშიც მიმდინარეობს განხილვა და გვაინტერესებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების შესახებ და პროცესი იქნება ძალიან საჯარო. მოკვლევა ვერ დაიწყება, სანამ ყველა ინფორმაციას არ მივიღებთ. მოკვლევის დაწყებისთვის ჩვენ გვაქვს ერთთვიანი ვადა, ჩვენ შევეცდებით, რომ თუ მანამდე მივიღეთ ინფორმაცია მოპასუხე მხარეებისგანაცდა თავად „სიტროენ ჯორჯიასგანაც“  უფრო ადრე დავიწყოთ მოკვლევა,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ხადურის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მას საუბარი საქართველოს პრემიერმინისტრთან არ ჰქონია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები