0 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ჩამოტვირთვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

საქმე ეხება გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირების შეწყალებას, რასაც ბრალდების მხარე სააკაშვილს ედავება. როგორც მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი აცხადებდა, ის გაეცნო საქმეს და მასში რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებს, არ არის.

საქმე რომ პოლიტიკურადაა მოტივირებული, ეჭვი არ ეპარება მიხეილ სააკაშვილს. სწორედ ამის გამო, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ქართულ მართლმსაჯულებას უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარ ადვოკატებს აცილება მისცა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, რომელიც მას სახაზინო წესით დაენიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ამასთან, ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე აცხადებდა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ედავებიან კანონით მინიჭებული უფლების გამოყენებას, რაც მისი თქმით, აბსურდია.

საქმის პროკურორი კი ამტკიცებდა, რომ საქმეში არსებობს, როგორც პირდაპირი, ასევე დოკუმენტური მტკიცებულებები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები