0 3 : 5 5
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე: ,,პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ"

თბილისის მერის განმარტებით, მისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსებისთვის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაცია არასწორია და მატება არ მომხდარა.

ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელფასი და დანამატი ერთიანდება.

„ადრე ხელფასი ცალკე იყო, დანამატი – ცალკე და პრემიაც  ცალკე. ამიტომ ხელფასი და დანამატი ერთიანდება, რაც კანონის შესაბამისად ხდება. პრემიების გამოწერის გადაწყვეტილებას პირადად მე მივიღებ, ეს არის წახალისების ერთ-ერთი მიმართულება და ეს არის ნორმალური. ეს ხდება ყველა ნორმალურ განვითარებულ ქვეყანაში. მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს გონივრულად და შესაბამისად, მერი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი სამსახურების მუშაობის შეფასების შედეგად, თუ ვის როგორ და რამდენი პრემია გამოუწეროს“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები