პოლიტიკა
ალექსანდრე ჭიკაიძე ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა
2018-01-30 15:40:23
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.
როგორც ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით გრძელიშვილმა განაცხადა, ჭიკაიძის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნა, გასული წლის დეკემბრის დასწყისში მოხდა.
გრძელიშვილის განმარტებით, ჭიდაობის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტებს ხელფასები და პრემიები არ აქვთ და ისინი ჭიდაობას მხოლოდ სიყვარულითა და ანგარების გარეშე ემსახურებიან.
კომენტარები