1 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე: "არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია"

 „არ არის გამორიცხული, რომ მან დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ წინასარჩევნო კამპანიის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

კახა კალაძე შეწყალების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

„ცვლილებები აუცილებლად არის საჭირო, ამაზე მუშაობა დაწყებულია და საკმაოდ ბევრი იქნება სამუშაო, იმიტომ, რომ ძალიან სენსიტიური და საფრთხილო მიმართულება არის," - განაცხადა კალაძემ.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციის ფარგლებში ჯდება.

„თუ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, ესეც გამოჩნდება, ხოლო თუ ეს იყო უბრალოდ კეთილი ნების ჟესტი და ასე ვთქვათ, შეწყალების თვალსაზრისით მისი სურვილი, ესეც ძალიან მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი,“ - განაცხადა კობერიძემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები