0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

უკრაინაში, სააკაშვილის მომხრეებთან დაპირისპირებისას 13 ძალოვანი დაშავდა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის ზორიან შკირიაკმის განცხადებით, კიევში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებთან დაპირისპირებისას 13 ძალოვანი დაშავდა.

„რამდენიმეს აქვს ცხვირისა და ლავიწის მოტეხილობები. დაკავებულია ცხრა სამართალდამრღვევი“ , - დაწერა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე შკირიაკმა.

მისივე ინფორმაციით, დემონსტრანტებმა გამოიყენეს „მოლოტოვის კოქტეილები“, ხელკეტები და მეტალის საგნები და ცდილობდნენ საბურავების დაწვას. 

დილით პარლამენტის შენობასთან ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. 

პოლიციაში აცხადებენ, რომ მომიტინგეები აგრესიულად იქცეოდნენ, ადგილზე ითხოვდნენ პარლამენტის სპიკერის, ანდრეი პარუბიის მისვლას, შემდეგ კი შენობაში შეღწევა სცადეს.

თვითმხილველის თქმით, ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საბურავები დაწვეს. სამართალდამცველებმა ამის აღკვეთა სცადეს, რასაც ჩხუბი და ქვების სროლა მოჰყვა. 

ამჟამად სიტუაცია განმუხტულია. პარლამენტთან ახლოს რამდენიმე ასეული მომიტინგეა, პარლამენტის შესასვლელს დაახლოებით ასი სამართალდამცველი იცავს. 

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში უკრაინიდან 12 თებერვალს გააძევეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები