2 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმე - ზვიად კუპრავა სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ჩამოტვირთვა

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ზვიად კუპრავა უსაფრთხოების სამსახურს, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ პატიმრისგან მიღებულ ინფორმაციას მიაწვდის.

კუპრავას გამოკითხვით, სუს-ი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „შაბათის კურიერში“ არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ მას ციხიდან ქართული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი დაუკავშირდა და უთხრა, რომ არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორის რაიონის გამგებელმა ფილიპ ხაჩიროვმა და მისმა ძმამ მოკლეს.

„ეს ადამიანი არის მზად ციხიდანვე ან ნებისმიერი ფორმატით როგორც ამის საჭიროება იქნება ითანამშრომლოს, დაეხმაროს უსაფრთხოების სამსახურებს ხაჩიროვის ადგილსამყოფელის დადგენაში და მის დაკავებაში,"-განაცხადა ზვიად კუპრავა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები